მასწავლებლის რეფლექსია


საწრეო მუშაობა
პროექტი „ჩვენი რეგიონი„
 მასწავლებლის რეფლექსია
         2017-2018 სასწავლო წელს (28 ნოემბრიდან-26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში , ყოველი კვირის სამშაბათს) ჩემს სადამრიგებლო  VI-ა კლასში ჩავატარე „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ და GPRIED-ის ერთობლივი პროექტი „ბიზნესის უნარ-ჩვევების“  ფარგლებში გათვალისწინებული ხუთი გაკვეთილი:
გაკვეთილი 1 : „ვარ თუ არა მე მეწარმე?“ – 28.11.2017 წ.
გაკვეთილი 2 : „რეგიონალური რესურსები: მეწარმეობის ინსტრუმენტები“ – 05.12.2017 წ.
გაკვეთილი 3 : თამაში „ჰოთ-დოგების დახლი“ – 12.12.2017 წ.
გაკვეთილი 4 : „მეწარმეები პრობლემების მომგვარებლები“ – 19.12.2017 წ.
გაკვეთილი 5 : „ჩემი რეგიონი მსოფლიოში“ – 26.12.2017 წ.
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია ბიზნესის სამყაროს უკეთ აღქმისათვის მოსწავლეებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება შესთავაზოს და განუვითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა:
·         კრიტიკული აზროვნება
·         გადაწყვეტილების მიღება
·         პრობლემის გადაჭრა
·         ლიდერობა
·         დაგეგმვა
·         გუნდური მუშაობა
წრის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში USAID-ის მიერ მხარდაჭერილი  GPRIED-ის პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ სადამრიგებლო საათზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითაროთ მუშაობისთვის მზადყოფნის განწყობა და მეწარმული აზროვნება.
„ჩვენი რეგიონი“ არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც მეწარმეობის სფეროში აკადემიური სტანდარტის მიღწევას, ასევე სოციალური მეცნიერებების, გეოგრაფიის, მათემატიკის, კითხვის, წერის, გააზრების, მოსმენის, წარმოსახვითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, მითითებების შესრულების, ინფორმაციის ინტერპრეტაციის, თანმიმდევრობის დაცვის, წყვილებში , ჯგუფებში მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.
წრეში მუშაობისას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკურ განათლებასა და ბიზნესის ჩვევებს.
წრის მეცადინეობის დროს მოსწავლეები გაეცნენ ჩვენ ქვეყანას, მის რესურსებს, მიწოდების ჯაჭვსა და პრობლემის გადაჭრის რისკებს პოტენციური მოგების შედარების საფუძველზე.
ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 5 გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალმხრივი სასწავლო აქტივობებით და მასალით. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაეანალიზებინათ თუ როგორ  იყენებს მეწარმე რესურსებს და როგორ თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად;   გლობალური კონკურენციის გამო როგორ იცვლება მოთხოვნა თანამშრომლებსა და წარმოებაზე. გაანალიზების საფუძველზე მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ჩვენ ყველანი ჯანსაღი ეკონომიკის შექმნის პროცესში ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. ნებისმიერი სახის ბიზნესს ესაჭიროება მუშაკები, მომწოდებლები და მომხმარებლები. პროგრამის სწავლების მეთოდიკა დაფუძნებულია შემეცნებით-სააზროვნო თამაშებზე.
თითოეული გაკვეთილის ჩატარებაში დამეხმარა მრავალფეროვანი მასალების ნაკრები, რამაც შესაძლებლობა მომცა პროგრამაში დიდი ინტერესით ჩართულიყვნენ არა მარტო მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც.
პროგრამის წყალობით მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიყენონ სკოლაში მიღებული ცოდნა გლობალურ ეკონომიკაში წარმატებული მონაწილეობისათვის.

       




VI-ა კლასის ხელმძღვანელი : ნატალია ოქროპირიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий