პროექტის აღწერა

 2017-2018 სასწავლო წელს (28 ნოემბრიდან-26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში , ყოველი კვირის სამშაბათს) ჩემს სადამრიგებლო  VI-ა კლასში   განვახორციელე დაწყებითი განათლების (G-PriEd)  პროექტი,  რომელიც    შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID)  საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
G-Pried  და მისი მთავარი პარტნიორი ჯუნიორ ეჩივმენტი  (JA) დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში ბიზნესისთვის საჭირო უნარების , სააზროვნო და პრაქტიკული ჩვევების განვითარებას, რაც, თავის მხრივ,  ეხმარება  მათ მომზადებას საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად.
პროგრამის გავლის  შემდეგ  მოსწავლეები  შეძლებენ გააანალიზონ, თუ  როგორ იყენებს  მეწარმე  რესურსებს და თანამშრომლობს  სხვებთან  საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად. ასევე  მოსწავლეები  შეძლებენ გაიაზრონ გლობალური კონკურენცი  გამო როგორ იცვლება მოთხოვნა  თანამშრომლებსა და წარმოებაზე. 
აღნიშნული პროგრამა დატვირთულია უამრავი საკლასო პრაქტიკული აქტივობებით, სადაც მოსწავლეს თამაშ თამაშით მიეწოდება უმნიშვნელოვანესი საკვანძო ტერმინები და ფაქტიური ცოდნა  ბიზნესსა  და მეწარმეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.  სასწავლო  პროცესი უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით, რაც კიდევ უფრო სახალისოს და საინტერესოს   ხდის გაკვეთილებს.
პროგრამა მოიცავს  5  ძირითად  გაკვეთილს, რომელიც ჩავატარე საწრეო  მუშაობის ფარგლებში. 
ჩემს მოსწავლეებთან  მუშაობის  მიზანს  წარმოადგენდა პრაქტიკული აქტივობებით გაჯერებული  პროგრამა „ჩვენი  რეგიონი“, სადაც მოსწავლეები გაეცნენ  მეწარმეობის არსს,  რესურსების  სახეებს,   მიწოდების ჯაჭვს და პრობლემების გადაჭრას  რისკისა და პოტენციური მოგების შედარების  საფუძველზე. 

საწრეო   მუშაობის   შეხვედრების თარიღი:                 

28.11.2017 წ.
05.12.2017 წ.
12.12.2017 წ.
19.12.2017 წ.
26.12.2017 წ.
საწრეო   მუშაობის   შეხვედრების თემა:  
. „ვარ თუ არა მე მეწარმე?“  
2. „რეგიონალური რესურსები: მეწარმეობის ინსტრუმენტები“  
3. ბიზნესის  შემოსავლების და დანახარჯების ზუსტი აღრიცხვა -  
                 თამაში „ჰოთ-დოგების დახლი“  
4. „მეწარმეები პრობლემების მომგვარებლები“  
5. „ჩემი რეგიონი მსოფლიოში“
                                                                                                                                                         
                                                                                           
საწრეო  მუშაობის  შეხვედრების  მიზანი:
მოსწავლეები  შეძლებენ :
    გააცნობიერონ მეწარმის გავლენა საზოგადოებასა და რეგიონზე. 
    შეადარონ წარმატებული მეწარმეების საერთო თვისებები საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს.
    გაარჩიონ  ბუნებრივი, ადამიანური და კაპიტალური რესურსები.
    გააანალიზონ ის საქონელი და მომსახურება, რომლებიც  შეიძლება იწარმოოს რესურსების გამოყენებით.
    ახსნან  ბიზნესის ფინანსური ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვის მნიშვნელობა. 
    აღრიცხონ  ბიზნესის  შემოსავლები და დანახარჯები.
    გააცნობიერონ  ბიზნესის  წარმართვისთვის  აუცილებელი ძირითადი საქმიანობა. 
    განახორციელონ ბიზნესში პრობლემების გადაჭრის პროცესი.
    გააცნობიერონ ბიზნესგადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პოტენციური  რისკი და ჯილდო. 
    გაიაზრონ რესურსების  მომწოდებლებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება.
    განახორციელონ მიწოდების ჯაჭვი კონკრეტული წარმოების მაგალითზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий